ყველამ თუ არა, ალბათ, ძალიან ბევრმა იცის სტივ ჯობსის ცნობილი გამოსვლა Stanford-ის უნივერსიტეტში, სადაც მან სამი ამბავი გაიხსენა საკუთარი ცხოვრებიდან. პირველი ამბავი ჯობსმა დაასათაურა, როგორც Connecting the dots. სწორედ ამ სათაურით და მოვლენების ერთმანეთთან კავშირზე მინდა დავწერო ჩემი მომდევნო პოსტი.
ჩვენს ცხოვრებაში მუდამ ხდება სიახლეები: ზოგი დადებითი, ზოგიც კი უარყოფითი. ზოგჯერ ეს ყველაფერი შემთხვევითია, ანუ რაიმე კონკრეტული შემთხვევა უბრალოდ შემთხვევითობაა, მაგრამ ხშირ შეთხვევაში ის არის მის წინ არსებული რომელიმე ქმედებ(ებ)ის შედეგი. თუ ჩვენ დავფიქრდებით ჩვენს მიერ განვლილ ცხოვრებაზე, ან ჩვენს ქმედებებს გავიაზრებთ, მივხვდებით რომ ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას და მას აქვს კონკრეტული შესაბამისი შედეგი.
ალბათ, ჩემსავით ბევრი თქვენგანიც დაფიქრებულა წარსულსა და განვლილ ქმედებებზე და ასევე ადამიანთა გარკვეულ ქმედებებზე ჩვენს მიმართ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაფიქრების დროს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შეთხვევითობას ძალიან მცირე პროცენტი უკავია ჩვენს ქმედებებში და შედეგების დიდი ნაწილი დამოკიდებულია წინა ქმედებებზე. ხშირად კი ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ანუ მათემატიკური ტერმინი რომ ვიხმარო, ვქმნით ციკლს, საიდანაც გამოსასვლელის მოძებნა ან არ გვინდა, ან არც ვცდილობთ რომ ვიპოვოთ, ან . . . და ასეთი ციკლში ვტრიალებთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს, რომელსაც ზოგჯერ წვეროებს (წერტილებს) ვუმატებთ, მაგრამ მალევე ისევ ციკლს ვქმნით და გრძელდება ასე დაუსრულებლად.