S.O.L.I.D არის
აკრონიმი პირველი 5 პრინციპისა ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში. ამ პრინციპების
კომბინირებით, პროგრამისტს შეუძლია ადვილად განავითაროს თავისი პროგრამული უზრუნველყოფა
და მომავალში დაამატოს სხვა ფუნქციონალი.
ამ პოსტში მოკლედ მიმოვიხილავ, თუ რას გულისხმობს ეს
5 პრინციპი. თუ აკრონიმს გავშიფრავთ მივიღებთ :
S –
Single-responsibility principle
O – Open-closed
principle
L – Liskov
substitution principle
I – Interface
segregation principle
D – Dependency
Inversion principle
ახლა სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი.
Single-responsibility
Principle (S.R.P) - კლასს უნდა ჰქონდეს ერთი და მხოლოდ ერთი მიზეზი იმისთვის,
რომ შეიცვალოს, ანუ ეს გულისხმობს, რომ კლასი უნდა ასრულებდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ
დავალებას.
Open-closed
principle გულისხმობს, რომ ობიექტები (ან Entity-ები) უნდა იყოს
ღია გაფართოებისთვის მიზნებისთვის, მაგრამ დახურული ცვლილებების მიმართ. ანუ სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, კლასი ადვილად უნდა ფართოვდებოდეს
ამ კლასშივე ცვილებების გარეშე.
Liskov
substitution principle - ყველა ქვეკლასი/შვილი კლასი უნდა იყოს შემცვლელი მისი
base/მშობელი
კლასის.
Interface
Segregation principle (ISP) - გულისხმობს იმას, რომ არცერთ კლასს
არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება დააიპლმენეტიროს მეთოდი, რომელიც არ სჭირდება მას, ანუ
არცერთი კლასი არ უნდა იყოს დამოკიდებული მისთვის არასასურველ მეთოდზე. მაგალითად,
გვაქვს ShapeCalculator კლასი,
რომელიც სხვადასხვა სახის ფიგურების ფართობების ჯამს ითვლის და გვაქვს ShapeInter ინტერფეისი, რომელსაც
აქვს area() მეთოდი. Square კლასი, რომელიც
აიმპლემენტირებს ShapeInter ინტერფეისს თავისთვის განსაზღვრავს area() მეთოდს და
მისი გამოთვლის წესს. ახლა ვთქვათ გვინდა მოცულობების ჯამის გამოთვლაც. ჩვენ თუ ShapeInter ინტერფეისში
დავამატეთ volume() მეთოდი,
მაშინ გამოვა, რომ Square-ს
არ აქვს მოცულობა, რადგან ორგანზომილებიანი ფიგურაა და ტყუილად მოგვიწევს ამ კლასში
არასასრუველი მეთოდის იმპლემენტირება. ამისთვის, ჩვენ უნდა შევქმნათ სხვა ინტერფეისი, მაგალითად ThreeDimShapeInter და
იქ გვქონდეს volume() მეთოდი.
Dependency
Inversion principle გვეუბნება, რომ
Entity-ები უნდა იყვნენ დამოკიდებულები აბსტრაქციებზე და არა
კონკრეტიკებზე. High Level მოდული
არ უნდა იყოს დამოკიდებული Low
Level მოდულზე, მაგრამ ორივე შეიძლება დამოკიდებული იყოს აბსტრაქციებზე.
მაგალითად, გვაქვს PasswordReminder
კლასი და მას აქვს property
სახელად connection,
რომელიც მონაცემთა ბაზასთან კავშირისთვის გამოიყენება. რადგან Connection არის low level და PasswordReminder არის high level, ასეთი სტრუქტურა
დაარღვევს Dependency
Inversion პრინციპს. თუ მოგვიწევს სხვა მონაცემთა ბაზასთან კავშირი,
მოგვიწევს PasswordReminder კლასსის ცვლილებაც, როცა მას სულ არ უნდა აინტერესებდეს რომელ მონაცემთა
ბაზას ვიყენებთ. ანუ უნდა გავაკეთოთ ინტერფეისი DBConnection და მისი იმპლემენტატორი
კლასი, რომელშიც ეწერება ის ლოგიკა, რომელიც დაგვეხმარება მონაცემთა ბაზასთან კავშირში,
ხოლო PasswordReminder კლასში
connection property იქნება
ინტერფეისის ტიპის.
No comments:
Post a Comment