Sunday, February 11, 2018

ნუ იქნები პროკრასტინატორი ანუ ხვალემენი

    ჩვენ ყველას მინიმუმ ერთხელ მაინც გაგვიზიარებია წარმატებული ადამიანის სამოტივაციო ვიდეო, ან პოსტი, ან ფრაზა იმის შესახებ, რომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ოცნებებისა და მიზნების მიღწევისთვის, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ ?!


სანამ პატარები ვართ, გვგონია რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს და ნებისმიერი რამე შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა დროს, მარტივად რომ ვთქვათ - ხვალ. ასაკის მატებასთან ერთად, ნელ-ნელა ვხვდებით, რომ სინამდვილეში საკმაოდ ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი მოვასწროთ.

საკუთარ თავებში თუ ჩავიხედავთ და გულწრფელები ვიქნებით საკუთარ თავთან, ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უთქვამს რაიმეზე, მოდი ამას ხვალ გავაკეთებ. სწორედ აქ ვუშვებთ იმ დიდ შეცდომას, რომლის გამოსწორებასაც შემდეგ შეიძლება დღეები, კვირეები, თვეები, ან თუნდაც წლები მოვანდომოთ, ან ამით შეიძლება ის დავკარგოთ, რასაც საერთოდ ვეღარც დავიბრუნებთ.

რაში არის ხნა ? უარი ვთქვათ მეგობრებზე ? უარი ვთქვათ პირად ცხოვრებაზე ? რეალურად ყველა ვხვდებით რომ ეს ასე არ არის. გულის სიღრმეში ყველამ ვიცით რომ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა სხვა ყველაფერზე უარის თქმას არ ნიშნავს.

ჩემი აზრით და გამოცდილებით გამოსავალი ბევრად მარტივია.  თავიდან ძალიან ბევრი რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ არანაირი გეგმა არ მქონდა, არც ყოველდღიური, არც ყოველკვირეული და მითუმეტეს არც ყოველწლიური და ამ დიდ ქაოსში გამოდიოდა, რომ რეალურად ღირებულს ვერაფერსაც ვერ ვაკეთებდი. დროის მენეჯმენტზე რამდენიმე სტატია თუ წიგნი წავიკითხე, ვიდეო კურსებსაც ვუყურებდი და ბოლოს გადავწყვიტე, რომ დამეწყო ყველაფრის დაგეგმვა. ამან შედეგი გამოიღო. მესამე წელია რაც ყოველდღიური გეგმები მაქვს და დღის ბოლოს ვამოწმებ რამდენი დავალება შევასრულე დაგეგმილიდან და ა.შ. ასევე მაქვს ყოველი წლისთვის 10 ყველაზე მთავარი გეგმა და ამ ათში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი. კი მაგრამ რა ვქნათ თუ დაუგეგმავი რაღაცები ხელს გვიშლის გეგმების შესრულებაში ?  ცხადია, ამას გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამასევე არის მომენტები როცა უბრალოდ არა-ს თქმა უნდა ვიცოდეთ. ერთ მაგალითს მოვიყვან :

მოკლედ, წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ დაგეგმილი გვაქვს ერთი ვეულებრივი დღე და მივყვებით გეგმებს. ამ დღის გეგმის შესასრულებლად რამდენიმე მცირე დავალება დაგვრჩა და უცბად ვიღებთ ტელეფონზე ზარს და საკუთარი მეგობარი, ან ნაცნობი არც ისე სახარბიელო ღონისძიებაზე გვეპატიჟება. თუ მას დავთანხმდებით, დარჩენილ დავალებებს ვერ მოვასწრებთ და დღს გეგმა შეუსრულებელი დაგვრჩება. როგორ მოვიქცეთ ? დავთანხმდეთ შემოთავაზებას და ვთქვათ რომ ამ დავალებებს ხვალ შევასრულებთ ? თუ ჩვენ ყველა არასახარბიელო შემოთავაზება მივიღეთ და არა-ს თქმა ვერ შევძელით, ჩვენ დავემსგავსებით ტიპიურ ხვალემენ-ს. ჩვენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ხელს არავინ გვკრავს და წინ არავინ წაგვწევს ჩვენი თავის გარდა. 

მოკლედ, ჯობია რომ დროზე ადრე გამოვფხიზლდეთ და საკუთარი თავი ვაიძულოთ, რომ:
  • თუ რამის გაკეთება გვინდა, დავიწყოთ გაკეთება ახლავე
  • თუ ვინმესთან ლაპარაკი გვინდა, ავიღოთ ტელეფონი, დავურეკოთ და დაველაპარაკოთ დღესვე
  • თუ რაიმეს შეცვლა გვინდა ჩვენს თავში, დავიწყოთ ცვლილება დღესვე და ამ მომენტიდანვე.



No comments:

Post a Comment