Monday, April 12, 2021

დისტანციური სწავლების პორტალების შედარება

 ბოლო ერთი წლის მანძილზე ონლაინ სწავლება როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში და ყველა სხვა სასწავლო დაწერესებულებაში სავალდებულო გახდა. სხვადასხვა დაწესებულებამ სხვადასხვა პლათფორმა გამოიყენა. ამ პოსტში შევეცდები მოკლედ შევეხო რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პლატფორმის შედარებას.

ერთ-ერთი საკმაოდ კარგი პლათფორმა დისტრანციურ სწავლებაში არის Google Meet + Google Classroom. გუგლის ეს ორი პროდუქტი, ერთიანობაში ძალიან კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს ვმართოთ სასწავლო პროცესი და გავუზიაროთ მოსწავლეებს ან სტუდენტებს მასალები ყოველგვარი დამატებით ელექტრონული ფოსტის ან რაიმე სხვა საშუალების გარეშე. ზოგადად, ამ პლათფორმებს პანდემიის დაწყებამდეც აქტიურად გამოიყენებდნენ და ერთ-ერთი გახლავართ მე, ვინც მისი მომხმარებელი ვიყავი. Google Meet-ის გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ მისამართზე https://youtu.be/VOsYzS1sT0Q , ხოლო რაც შეეხება Classroom-ის გამოყენების ვიდეო ინსტრქუციას, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე https://youtu.be/McFVeZgL2vE

 


ერთ-ერთი ასევე პირველი პლათფორმა რომელიც დისტანციურ სწავლებაში დაინერგა, არის Zoom. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Zoom-ის აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა პანდემიის დაწყების შემდეგ, რადგან ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო მისი გამოყენება. ზოგადად, Zoom-ის ერთ-ერთი ნაკლოვანება არის ის, რომ თუ ლიცენზია არ გაქვს მაშინ 40 წუთის შემდეგ შეხვედრას ავტომატურად ხურავს და ყველა მონაწილე ახლიდან უნდა შემოვიდეს. გარდა ამისა, თუ გვსურს stream გავუშვათ მაგალითად Facebook live-ში, ამისთვისაც გვჭირდება რომ გვქონდეს ლიცენზირებული Zoom. რაც შეეხება მასალების გაგზავნას, Zoom-ში შეგვიძლია გავაგზავნოთ ფაილები, თუმცა სტუდენტმა ან მოსწავლემ ეს უნდა შეინახოს თავისით და დაახარისხოს, ხოლო თუ შევადარებთ Google Classroom-ს იქ ყველაფერი მუდმივად ხელმისაწვდომი და თემების მიხედვით დახარისხებულია, შესაბამისად კლასის მონაწილეებს მასალების მოძებნა საკმაოდ მარტივად შეუძლიათ. თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ Zoom გამოიყენოთ, მაშინ მისი გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე https://youtu.be/YQL4PvlLDAo

 


საჯარო სკოლებში ძირითადად გავრცელებულია Microsoft-ის პროდუქტი Teams, რომელიც ასევე საკმაოდ კარგი საშუალებაა დისტანციური სწავლებისთვის. ამ პროგრამაში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ Zoom-თან შედარებით მასაც ის უპირატესობა აქვს რომ ვიდეოს ჩანაწერები ავტომატურად ინახება Microsoft-ის ღრუბლოვან საცავში (cloud-ზე) და მათი მიწოდება სტუდნეტებისთვის და მოსწავლეებისთვის საკმაოდ მარტივია.

 


რომ შევაჯამოთ, სამივე პლატფორმა აქიურად გამოიყენება და შეიძება განვიხილოთ ისეც, რომ გემოვნების ამბავია ვინ რომელს აირჩევს, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ Google იმდენად კარგ და დახვეწილ პროდუქტებს გვთავაზობს, რომ ამ შანსის არ გამოყენება არ შეიძლება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Google მუდმივად ანახლებს თავის პროდუქტებს და პანდემიის დაწყების პერიოდს თუ შევადარებთ ახლანდელთან, Meet-იც და Classroom-იც ძალიან დაიხვეწა და ბევრი ფუნქციონალი დაემატა.

No comments:

Post a Comment